საიტის ძებნა

Anymov რობოტული საწოლის სისტემა

ANYMOV რობოტი ნევროლოგიური დაავადებების ადრეულ ეტაპზე ინტენსიურ თერაპიაში გამოყენებადი პირველი რობოტული საწოლის სისტემაა.

როგორ მუშაობს ANYMOV რობოტი?

რობოტული სისტემა ცამეტი ძრავის საშუალებით, სხვადასხვა მიმართულებით ასრულებს მოძრაობებს და ავადმყოფის ადრეული რეაბილიტაციის საშუალებას იძლევა. Anymov რობოტული სისტემის მოძრაობის მიმართულებისა და კუთხის განზომილებებია:

  • ზედა, ქვედა (მაქსიმუმ 105 სმ.- მინიმუმ 64 სმ.) და გვერდითი (25˚)
  • ვერტიკალური პოზიცია (85˚)
  • თეძო ღია (35˚)- დახურული
  • ფეხის აწევა (15˚ - დაწევა (30˚)
  • მუხლის გაშლა - მოკეცვა (5-110˚)
  • ზურგის ფიქსირება (მაქსიმუმ 90˚)
  • თავის ქვედა პოზიცია (-15˚)

ვის შეუძლია გამოიყენოს ANYMOV რობოტული საწოლის სისტემები?

რობოტული საწოლის სისტემებს იყენებენ მოძრაობის უნარშეზღუდული და ინტენსიური სარეაბილიტაციო პროგრამაში ჩართული ნევროლოგიური ავადმყოფები, კლინიკაში დიდი ხნის განმავლობაში მყოფი პაციენტები, ორთოპედიული ოპერაციებიდან ახალგამოსული პაციენტები. ქვემოთ ჩამოთვლილია დაავადებები, რომელთა დროსაც შესაძლებელი და საჭიროა რობოტული საწოლის გამოყენება:

  • ინსულტი
  • ალცჰეიმერის დაავადება
  • ტვინის დაავადებები
  • კისრის და ხერხემლის დაავადებები
  • პარკინსონის დაავადება
  • ხანდაზმული პაციენტები (უმოძრაობის გამო)
  • ტვინის დაზიანება
  • მძიმე ტრავმები
  • მენჯ-ბარძაყისა და მუხლის პროტეზირების შემდეგ
  • ჯვარედინი იოგის ოპერაციის შემდეგ

რით არის სასარგებლო რობოტული საწოლი?

Anymov რობოტული საწოლი, მოწინავე ტექნოლოგიების დახმარებით, დროულად ფეხზე წამოდგომის და სიარულის უნარის აღდგენის საშუალებაა, რაც თავის მხრივ, პაციენტს უმოძრაობით გამოწვეული ე.წ. ნაწოლებისგან იცავს. მისი დროული გამოყენება, იცავს ასევე ემბოლიისგან (სისხლძარღვის სანათურის დაცობა). Anymov რობოტული საწოლი, საშარდე გზებში მიკრობების შეჭრის, ყაბზობის, ნაწლავების გაუვალობის, გულ-მკერდში ლორწოს დაგროვების და პნევმონიის, სახსრების სისუსტის, ძვლების განლევის, თირკმელებში კენჭების დაგროვების, არტერიული წნევის ცვალებადობის, კუნთებისა და სახსრების ტკივილსაწინააღმდეგო საშუალებაა. ადრეულ პერიოდში რეაბილიტაციის დაწყება, პაციენტის მოტივაციას ამაღლებს და რეაბილიტაციის პროცესს აჩქარებს.